GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შტეფან ფულე ბიძინა ივანიშვილს არჩევნების აღიარებისკენ მოუწოდებს
12:51 14.09.2012
დღის სიახლეები

ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიათა საარჩევნო ქცევის წესებზე ხელმოწერსკენ მოუწოდებს.

რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  შტეფან ფულეს სპიკერი პეტენ სატანო აცხადებს, რომ ფიულესა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბრიუსელში მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც კოალიცია ქცევის წესების დეკლარაციას შეუერთდება.

”ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ  მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ „ქართული ოცნებისათვის“ მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტლი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“, - აცხადებს პეტერ სტანო.

როგორც ინტერნეტ.ჯი“-ს აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას კოალიცია „ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ხელისუფლებას ფულე შეცდომაში შეჰყავს, როცა აცხადებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი კოალიციას არ აქვს მოწერილი.

„ჩვენ ქცევის კოდექსს კარგახნის წინ მოვაწერეთ ხელი, ბატონ ფულესთან სატელეფონო საუბარი გვქონდა და მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთ იყო“,- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება იყო თუ არა შეხვედრის ინიციატორი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის პრესსპიკერმა ინფორმაციის დაკონკრეტება არ ისურვა. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ინტერნეტში ბესიკ სურმავას კადრები გავრცელდა (VIDEO)1
BBC: შსს მინისტრი საკუთარი სურვილით გადადგა2
გიორგი აბაშვილი სოფელ მაგრანეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა3
განათლების სამინისტროსა და სახალხო დამცველს შორის მემორანდუმი გაფორმდა4
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული წარმოების პრეზენტაციას გამართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X