GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხერხეულიძე: ივანიშვილი ყოველთვის ცდილობს რუსეთს ოკუპანტი არ უწოდოს
16:51 14.09.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ  გამოცემა „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ სკანდალურ ინტერვიუს უმრავლესობის წევრი ეკა ხერხეულიძე გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მიმართ ივანიშვილის სიმპათიები უფრო ნათელი გახდა.

„ამ და სხვა განცხადებებმა ივანიშვილის პოლიტიკური ინტელექტი კარგად დაანახა საზოგადოებას. მერე უკვირთ, რატომ აქვთ ყველა საერთაშორისო გამოკითხვით დაბალი რეიტინგი. ამ შეურაცმყოფელ გამოვლინებებზე ჩემი დამოკიდებულება უერთდება იმ ურიცხვი ადამიანების პოზიციას, რომელებიც ფიქრობენ, რომ ივანიშვილი თავის პოლიტიკით ქვეყანას წარსულში დააბრუნებს. ხალხი დღეს ხედავს იმ პროგრესს, რომელსაც მმართველმა გუნდმა ბოლო 8 წლის განმავლობაში მიაღწია. რაც შეეხება მის სიმპათიებს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, ამაში ახალი არაფერია. ივანიშვილი თავის გამოსვლებში ყოველთვის ცდილობს წინადადება ისე დააწყოს, რომ რუსეთს ოკუპანტი არ უწოდოს, ეს მაშინ, როცა ცივილიზებულ სამყაროში ეს ტერმინი დამკვიდრდა. ივანიშვილმა თავის პირველ გამოსვლაში ცალსახად აღნიშნა, რომ რუსეთს ქვეყნის დეოკუპაციაზე არ უნდა ვუყიჟინოთ,“- აცხადებს ხერხეულიძე.

ცნობისთვის, ივანიშვილი „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მაპროვოცირებელი საქართველოს პრეზიდენტი იყო.

„მე არ მინდა ვაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილს და ვაკრიტიკო დიდი ქვეყანა... როგორ შეიძლება ვაკრიტიკოთ პუტინი, როდესაც ჩვენ სააკაშვილი გვყავს?“,- აცხადებს ივანიშვილი.

გამოცემასთან საუბრისას „ქართული ოცნების“ ლიდერი  არ შემოიფარგლა სააკაშვილის უბრალო კრიტიკითა და მას „პროფესიონალი მატყუარა“ და „ძაღლიშვილი“ უწოდა.

 Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს1
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს2
საქართველოს ქალაქებისა და სოფლების კურთხევა გრძელდება3
პოლიცია ეჭვობს, რომ მამამ ორი შვილი განქორწინების გამო მოკლა4
ლევან ვეფხვაძე მთავრობას დებატებში იწვევს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X