GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი: შტეფან ფულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს
17:21 14.09.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ ევროკომისარ შტეფან ფულეს პარტიების ქცევის კოდექსისთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ივანიშვილმა საგურამოში, სანერგე მეურნეობაში ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვს.

„ხელისუფლებამ შტეფან ფულეს ინფორმაცია არასწორად მიაწოდა. მგონი ირაკლი ალასანია შეხვდა მას და ყველაფერი განუმარტა“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ინფორმაცია თითქოს ფულესთან შეხვედრა მომავალ კვირას ითხოვა სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ჯერ დაგეგმილი არაფერი აქვს.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, შტეფან ფულე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვედრისთვის წინაპირობას უყენებს.

”ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან თხოვნა მივიღეთ, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფულეს შეხვედრა. ბატონი ფულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ  მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ „ქართული ოცნებისათვის“ მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტლი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“,- განუცხადა „თავისუფლებას“ ფულეს სპიკერმა პეტენ სატანომ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სათავეში დავით ცინარიძე ჩაუდგება1
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს წინსვლას ვერაფერი შეაჩერებს2
ხელისუფლებას მოთხოვნებით ტაძრის გუმბათიდან მიმართეს3
ნატო: საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი4
რიჩარდ ნორლანდმა ივანიშვილს ბარაქ ობამას მილოცვის წერილი გადასცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X