საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 1–ელი ოქტომბრის არჩევნების
შემდგომ არეულობისთვის ემზადება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
ოპონენტების პოლიტიკური განცხადებების შეფასებისას, მინაშვილმა განუცხადა, ოპოზიცია
პროვოკაციების მოწყობისთვის ემზადება.
„ეს არ არის მხოლოდ
ჩვენი შეფასება, არამედ ჩვენი პარტნიორების. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“
არჩევნების შედეგის აღიარებას არ აპირებს, რაც სამართლიანი და თავისუფალი
არჩევნების ფუნდამეტის უარყოფაა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და ხალხი გაიზარდა და ოპოზიციას სიტუაციის არევის უფლებას
არავინ მისცემს. ჩვენი მიზანია, ამ თავისუფალ
არჩევნებში გავიმარჯვოთ. რომელი პოლიტიკური ჯგუფიც კანონს დაარღვევს და არეულობას
გამოიწვევს, ის მიმართ კანონდასჯადი ქმედებები მოჰყვება“, – განაცხადა მინაშვილმა.
internet.ge