სუდანში ერთდროულად სამი
ქვეყნის საელჩოს თავს ასობით დემოსტრანტი დაესხა. აგრესიულ პირთა შტურმი ხორცილედება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის
საელჩოებზე, რომლებიც ერთმანეთის გვერდითაა განთავსებული.
პოლიცია ცრემლსადენ გაზს იყენებს, რათა აქცია დაშალოს.
უკანასკნელი ცნობებით, ათობით დემონსტრანტმა მოახერხა შეჭრილიყო გერმანიის საელჩოს
ტერიტორიაზე. ამის ამსახზველი კადრები ტელეარხმა „ალ-ჯაზირამ“ გაავრცელა.
მათ
ბარიერები გაარღვიეს, რამოდენიმე აქტივისტმა კი შენობის ზედა სართულზე ასვლა
მოახერხა და მასზე შავი დროშა აღმართა წარწერით „არ არსებობს ღმერთი ალაჰის გარდა
და მუჰამედია მისი წინასწარმეტყველი“.
საელჩოს შენობათა ტერიტორია კვამლშია გახვეული. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მისი დიპლომატები უკვე
უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-სა და ახლა უკვე
დასავლეთის ქვეყნების საელჩოებზე თავდასხმების მიზეზი ამერიკაში გადაღებული ფილმი
„მუსულმანთა უცოდველობა“ გახდა" რომელიც მუსულმანთა თქმით, წინასწარმეტყველ
მუჰამედს შეურაცხყოფს.
internet.ge