ტუნისში დემონსტრანტებმა
ასშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე შეაღწიეს და ხეებს ცეცხლი წაუკიდეს, მინები კი ჩაამტვრიეს
- იუწყება „როიტერი“. სააგენტოს
ცნობით, შენობა კვამლშია გახვეული.
თავდასხმისას მოხდა
შეტაკება პოლიციასთანაც, რომელიც ცდილობს შეკრებილები ცრემლსადენი გაზით დაშალოს.
სამართალდამცველებმა ჰაერში გაისროლეს, თუმცა ამან აგრესიულად განწყობილი ჯგუფები
ვერ შეაჩერა.
CNN-ის ცნობით, საელჩოს შენობაში შეჭრა პარასკევის ლოცვის შემდეგ
მოხდა. თავდამსხმელთა შორის ბევრი ვაჰაბიტია (ანუ სალაფიტები, რომლებიც ისლამის
რადიკალურ მიმართულებას წარმოადგენენ).
Internet.ge