პრეზიდენტის სასახლეში, მიხეილ სააკაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა, დახურულ ფორმატში წარიმართა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველი
გუნდის წევრებმა განაცხადეს, შეხვედრაზე, ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პროექტზე გამახვილდა.
მათი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობამ
პრეზიდენტთან დეტალურად განიხილა – ჯანდაცვის პროექტები, კერძოდ, პენსიონერთა საკითხები.
ამას გარდა, შეხვედრაზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე, საირიგაციო და სამელიორაციო სისტემებზე იმსჯელეს.
internet.ge