თორნიკე გორდაძე: სკეპტიკოსებს არ უნდა მივცეთ საბაბი საქართველოს ევროატლანტიკური სივცისკენ სწრაფვა შეფერხდეს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის, თორნიკე გორდაძის შეფასებით, პირველ ოქტომბერს დანიშნულ
არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ყურადღებით აკვირდება და არ უნდა მიეცეთ სკეპტიკოსებს საბაბი იმისა, რომ
ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს სწრაფვა შეფერხდეს.
ამის შესახებ განცხადება, გორდაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, წინასაარჩევნოდ
არ ხდება პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატები, რაც ძალიან ცუდია.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სიძულვილმა მოიმატა, ადვილად ხდება ადამიანებით მანიპულირება. ჩემი პირადი თხოვნა
იქნება, ამ ტიპის
რადიკალიზაციისა და სიძულვილის აღმოფხვრას ყველამ ერთად
შევუწყოთ ხელი. პასუხისმგებლობა ჩვენ ყველას გვეკისრება და ამას არ უნდა
გავექცეთ“,- განაცხადა გორდაძემ.
internet.ge