კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ
მას კომპიუტერით შეიარაღებული ადამიანებთან ერთად ცხოვრება არ სურს.
როგორც ახალციხეში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,
გამარჯვების შემდეგ განათლების რეფორმა განხორციელდება.
„ჩვენ განათლებული
ადამიანებით დაკომპლექტებულ საზოგადოებაში
გვინდა ცხოვრება. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება
თავისუფლების ტრადიციების ერთგული დარჩება. სახელმწიფო თანაბრად იზრუნებს
არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტერესებისთვის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა ახალციხეში მცხოვრებ ამომრჩეველს მხარდაჭერა კიდევ
ერთხელ სთხოვა.
„მინდა, თითოეული თქვენგანი თავისი ცხოვრებით იყოს ამაყი, ასეთი
შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 უნდა შემოვხაზოთ. გთხოვთ, მომცეთ უფლება
უკეთესი ცხოვრების საშუალება მოგცეთ“, - დასძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ისეთ დღეში ჩააგდო ქართველი
ხალხი, რომ მათ საბჭოთა კავშირი მოანატრა.
internet.ge