ახალციხეში ბიძინა ივანიშვილის აქცია გრძელდება. იგი მოსახლეობას ამ
წუთებში სიტყვით მიმართავს.
ივანიშვილმა მისი ბიზნესმენობის პერიოდი გაიხსენა და მმართველი
პარტიისთვის გაწეულ დახმარებას შეეხო.
„8 წლის წინ იმედი გაჩნდა, მეც მქონდა უკეთესი მომავლის რწმენა, ვედექი
მათ გვერდზე, არასდროს დამითვლია რამდენს
ვიხდიდი ჩემი სამშობლოსთვის. ჩემი ფულით შენდებოდა შენობები, ვეხმარებოდი პოლიციას
და ჯარს. მაგრამ მივხვდი რომ თუ ადამიანის
დახმარება ნამდვილად გინდა ფული არ უნდა მისცე, მას ფულის შოვნაში უნდა
დაეხმარო“,- დასძინა კოალიციის ლიდერმა.
internet.ge