კოალიცია
„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა
ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის მთავარი დანაპირები არის ის, რომ ყველგან
სამართლიანობა აღდგება და ქვეყანაში
წესრიგი დამყარდება.
ამის შესახებ
განცხადება, ივანიშვილმა დღეს, ახალციხეში გამართულ აქციაზე გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია არჩევნებზე ხალხი მივიდეს და ხმა
„ქართულ ოცნებას“ მისცეს. ივანიშვილის განცხადებით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის
შემდეგ პატიმრებს კი არ გამოუშვებენ ციხიდან, არამედ მიუკერძოებელი სასამართლო
აღდგება.
„ტყები
იჭრება და თუ დროზე არ მივიღებთ გადამჭრელ ზომებს აბასთუმანი და ობესრვატორია აღარ იარსებებს. მე გპირდებით, რომ
ჩვენ განსაკუთრებულად ვიზრუნებთ აბასთუმანზე, ასევე ბორჯომზე და ყველა სხვა
კუთხეზე. XXI საუკუნეში ვეღარ
ვუვლით ჩვენს სიმდიდრეებს. ჩვენ ყველგან აღვადგენთ სამართლიოანობას და ეს ჩვენი
მთავარი დანაპირებია. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა სატკივარს მივხედავთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge