GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილის განცხადებით ამერიკა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ელის
17:45 15.09.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სატელიტური ანტენების დარიგება განახლდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ახალციხეში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და სხვა ევროპელი ლიდერების მკაცრი გაფრთხილების შემდეგ ხელისუფლებამ ყადაღა მოხსნა ანტენებს.

„ამერიკელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არა რომელიმე პარტიას და მის ლიდერს არამედ ქართველ ხალხს უჭერენ მხარს. მათ სააკაშვილზე ყველაფერი იციან. სწორედ მათი მკაცრი ტონის შედეგად ინკასო მოეხსნა კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშებს. ჩემი და კახა კალაძის მიმართ იძულებითი აღსრულება გადაიდო, აუქციონზე არ გასულა ჩვენი მხარდამჭერების ქონებაც, აქედან გამომდინარე სააკაშვილისთვის უცხოელების აზრი მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გაიხსენა და მის განცხადებაზე დაყრდნობით, რომ ამერიკა მხარს არა ლიდერებს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უჭერს, განაცხადა რომ ამერიკა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ელოდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ამოცანა ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა არ არის1
ივანიშვილის განცხადებით ამერიკა ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ელის2
მიხეილ სააკაშვილი: უკეთესი ცხოვრება სამეგრელოდან იწყება3
გასული დღე-ღამის განმავლობაში სირიაში 330 ადამიანი მოკლეს (VIDEO)4
"ახალი მემარჯვენეების" საიტზე შეტევა განხორციელდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X