ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ კოალიციას გაყალბების აღკვეთა
სპეციალური დანადგარით შეუძლია. როგორც ივანიშვილმა ახალციხეში სიტყვით
გამოსვლისას აღნიშნა, ის თითოეულ ხმას დაიცავს.
„საკუთარ თავზე საუბარი ჩემს ხასიათს არ შეესაბამება, მაგრამ დღეს
ყველაფერზე უნდა წავიდეთ, რა თქმა უნდა, კანონიერების ფარგლებში. თავი არ დავზიგოთ
და მივიდეთ არჩევნებზე, თქვენ ხმას კი პირადად დავიცავ. კოალიცია არ დაუშვებს ‘’ნაციონალური
მოძრაობის" კორდინატორებისა და ზონდერ ბრიგადების არჩევნების დღეს საარჩევნო
უბნებზე პარპაშს, ჩვენ ყველა მათგანის ვინაობა ვიცით, გვაქვს დანადგარი, რომლითაც
გაყალბება შეუძლებელი გახდება, მას არჩევნებამდე გამოვაჩენთ“,- განაცხადა
ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ რიგით
მეათე აქცია ბერას სიმღერით დასრულდა. კოალიციის მორიგი აქცია 22 სექტემბერს,
ზუგდიდში გაიმართება.
internet.ge