საქართველოს
პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ზაფხულში 70 ათასი
გადამზადებული რეზერვისტი იქნება.
როგორც დღეს,
საწარმო „დელტაში“ ყოფნისას პრეზიდენტმა განაცხადა, ქვეყანას ჰყავს 30 ათას
კაციანი შეიარაღებული ძალები, თუმცა ასევე საჭიროა რეზერვისტებიც, რომელიც
უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
მიხეილ
სააკაშვილის თქმით, ყველა სოფელს საკუთარი
რაზმი ეყოლება, რაც სიმშვიდის ყველაზე მყარი გარანტია.
პრეზიდენტის
ინფორმაციით, მომავალი წლიდან იგეგმება უპილოტო თვითმფრინავის ანალოგის შექმნაც,
რომელსაც გრძელ მანძილზე იარაღის გადატანა შეეძლება.
დღეს, ქვეყნის
პირველი პირი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმო „დელტას“
სტუმრობდა. პრეზიდენტი საწარმოო პროცესს გაეცნო და ადგილზე აწყობილი სამხედრო
ნაწარმი დაათვალიერა. პრეზიდენტს ის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობებიც გააცნეს,
რომელიც ქარხანას აქვს.
მიხეილ
სააკაშვილი საწარმოს პერსონალსაც შეხვდა და მათ ამ წარმოებისა და ზოგადად,
საინჟინრო ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, ეს
ქარხანა, ისევე, როგორც სხვა საწარმოები, არის არა მარტო დასაქმების წყარო, არამედ
საქართველოს ეკონომიკის წინსვლის საფუძველი.
internet.ge