უკრაინელმა ინტერნეტმომხმარებლებმა ქვეყნის აშშ-ში
შესვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
როგორც სააგენტო „ნოვი რეგიონ“ წერს, მათ Facebook-ში შექმნეს
გვერდი სახელწოდებით „რეფერენდუმი უკრაინის აშშ-ში შესვლასთან
დაკავშირებით“ და 3 მილიონი ხელმოწერის
შეგროვების იმედი აქვთ.
თუკი ეს რაოდენობა მოგროვდება, აშშ-ის კონგრესში
წარსადგენი თხოვნაც დაიწერება.
ორგანიზატორთა აზრით, მათ ინიციატივას მხარს
დაუჭერს Facebook-ის მომხმარებელთა 90%, რადგან „ყველას მობეზრდა სიღატაკეში
ცხოვრება, ოპოზიციის იმედი კი არავის აქვს“ - იუწყება Newsru.
მათი თქმით, აშშ-ის კონსტიტუცია შესაძლებელს
ხდის ქვეყნის შემადგენლობაში ახალი შტატის
შესვლას, თუკი ამ გადაწყვეტილებას კონგრესი დაუჭერს მხარს.
Internet.ge