ამერიკელი კონგრესმენები ქართველ პოლიტიკოსებს არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდებენ
არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ამერიკელი
კონგრესმენები კიდევ ერთხელ აკეთებენ განცახდებას და საქართველოში დემოკრატიული,
სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარას.
კონგრესმენების განცახდებით, ქართული არჩევნები ქვეყნისთვის
დემოკრატიის ტესტი იქნება. კონგრესმენები მოუწოდებენ ყველა პოლიტისკოსს, პატივი
სცენ არჩევნების შედეგებს და უთახმოება გვერდზე გადადონ.
„ნებისმიერი მცდელობა არეულობის ან ელექტორატის ნების წინააღმდეგ
იქნება დიდი უსამართლობა ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით
ვდაგავრთ,“-ნათქვამია ღია წერილში.
კონგრესმენებმა ქვეყანაში კრიმინალის და კორუფციის შემცირებაზეც
ისაუბრეს. ყურადღება ნატოს სხვადასხვა ოპერაციებში მონაწილეობაზეც გაამახვილეს, მათ შორის
კოსოვოსა და ავღანათეში.
“ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის
მცდელობას, რომ დაანგრიოს საქართველოს რთულად
მოპოვებული დემოკრატია,“-აღნიშნულია განცახდებაში.
internet.ge