ბათუ ქუთელია: კონგრესმენების წერილში აღნიშნულია, რომ არეულობების ხელშეწყობა დაუშვებელია
უშუშროების
საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ
წერილს გამოეხმაურა.
ქუთელიას განცხადებით, წერილში ხაზგასმით
არის აღნიშნული, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ არეულობების ხელშეწყობა
დაუშვებელია და ყველამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა.
მისი თქმით, ამერიკელები ზედმიწევნით გაეცნენ საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო სიტუაციას.
„წერილში ნათქვამია, რომ საქართველოში შექმნილია მყარი საარჩევნო გარემო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წერილში საუბარია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ხაზგასმულია, რომ დაუშვებელია არჩევნების შემდეგ არეულობების ხელშეწყობა და ყველამ უნდა აიღოს ამაზე პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ქუთელიამ.
შეგახსენებთ, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ამერიკელი
კონგრესმენები კიდევ ერთხელ აკეთებენ განცახდებას და საქართველოში დემოკრატიული,
სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარას.
კონგრესმენების განცახდებით, ქართული არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიის
ტესტი იქნება. კონგრესმენები მოუწოდებენ ყველა პოლიტისკოსს, პატივი სცენ
არჩევნების შედეგებს და უთახმოება გვერდზე გადადონ.
internet.ge