„ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის“
თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ანდრია ურუშაძე, ვეძისის მოსახლეობას შეხვდნენ.
უგულავა და ურუშაძე ადგილობრივებს,
ჯანდაცვის სიტემაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და დაზღვევის ახალ პროგრამაზე
ესაუბრნენ.
„ავიღეთ ვალდებულება, რომ ყველა ადამიანი
საქართველოში იქნება დაზღვეული და თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი
ჯანდაცვა. რაც უფრო მეტი კომპეტენტური ადამიანი იქნება პარლამენტში, ვინც იცის
ქართველი ხალხის გასაჭირი, მით უკეთესი იქნება ეს ქვეყნისთვის და ხალხისთვის“,-
განაცხადა უგულავამ.
ურუშაძის განცხადებით კი, სახელმწიფო
თითოეულ ოჯახს დაეხმარება და ქვეყანა წინ წავა. მისი თქმით, მარტო დასაქმებული საქართველო იქნება ძლიერი.
Internet.ge