საქართველოს პრეზიდენტი გურიაში
იმყოფებოდა, სადაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, ადგილობრივებს
შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,
ხელისუფლების ყველა დაპირება შესრულებული იქნება.
„მე ვიცი, რომ გზა მნიშვნელოვანია, მაგრამ
არ არის ყველაფერი. ვიცი, რომ ხალხს ბევრი სხვა საკითხი აწუხებს და ჩვენ ყველაფერ
ამას მივყვებით. ყოველ საღამოს ჩემს თავს ვეკითხები, გავაკეთე თუ არა დღეს
საკმარისი და უმეტეს შემთხვევაში უკმაყოფილო ვარ ხოლმე. ჩვენი მიზანია ყველა
ღირსეულად ცხოვრობდეს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge