GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს
20:59 18.09.2012
დღის სიახლეები

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინეს.

“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომრის დავით ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია განათლების სფეროში პირობების გაუმჯობესება მოხდეს, ბევრი სკოლა გაკეთდეს და მოხდეს მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა.

ბაქრაძის თქმით, მომავალში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა გარემონტდება, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი კი, 600 ლარზე მეტი იქნება. მისივე განცხადებით, განათლებამ დასაქმების საფუძველი უნდა შექმნას, რისთვისაც პროფესიული სასწავლებლები გაიხსნა.

“ლეიბორისტული პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომრის შალვა ნათელაშვილის განცხადებით კი, ამჟამად ქვეყანაში 1000 სკოლა, რომელიც ადრე ფუნქციონირებდა, დახურული და გაყიდულია.

“დამისახელეთ რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის შვილიც საჯარო სკოლაში სწავლობს. ყველა მათგანის შვილები ფასიან სასწავლებლებში ან უცხოეთში იღებენ განათლებას, ჩვენ კი მოგვიწოდებენ, რომ მათ რეფორმების ვიწამოთ. რაც შეეხება ივანიშვილს, მან სააკაშვილის თვითმფრინავს 2 მილიონად ღირებული რაკეტების საწინააღმდეგო სისტემა დაუყენა, ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ”,- განაცხადა ნათელაშვილმა. 

რაც შეეხება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ნომერს კახი კალაძეს, მისი განცხადებით, მასწავლებლების პროფესია დაფასებული უნდა იყოს და მასწავლებლები ხელისუფლების ზეწოლისგან უნდა გათავისუფლდნენ.

მისივე თქმით, კოალიციას პროგრამაში გაწერილი აქვს, რომ ყველა რაიონში, ქალაქსა და სოფელში მაღალი ევროპული სტანდრატების სკოლები და ბაგა-ბაღები უნდა ფუნქციონირებდეს, რომელიც იქნება უფასო. “ასევე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში განახევრდება სწავლის საფასური და სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდოიმი იქნება”,- დასძინა კალაძემ.

“ქრიტიან-დემოკრატების” საარჩევნო სიის პირველი ნომრის გიორგი თარგამაძის განცხადებით კი, ბაღებში გადასახადები არის დაწესებული, თუმცა ეს მასწავლებლების ხელფასებზე არ აისახება.

“სად არის დაპირებული უფასო სასკოლო მანქანები და ავტობუსები? სიტუაცია იმ დონემდეა მისული, რომ ზოგიერთ ბავშვს წერა-კითხვის პრობლემა აქვს. ჩვენ ხელსუფლებაში მოსვლის შემდეგ განათლების ხარჯების ზრდას ვაპირებთ”,- განაცხადა თარგამაძემ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს1
რუსებმა აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“2
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა3
საგარეო უწყება თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე განცახდებას აქვეყნებს4
ოსი ექსპერტი: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო გეგმა ბესლანის ტერაქტის შემდეგ შეიქმნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X