„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის, კახა კალაძის მტკიცებით, კოალიცია არ დაიშლება.
როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პოლიტიკური დებატებისას კალაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დაშლის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების ჯიბის ჟურნალისტების მიერ არის მოგონილი.
მისი თქმით, კოალიცია არ დაიშლება, რადგან ძლიერი გუნდია.
“ქართული ოცნება” არ იშლება და მზად ვართ ხელისუფლება შევცვალოთ. დაშლის შესახებ კი, ინფორმაცია ხელისუფლების ჯიბის ჟურნალისტების მოგონილია. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და არ დავიშლებით. ჩვენ გავიმარჯვებთ“, - დასძინა კალაძემ.
Internet.ge