“ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომრის გიორგი თარგამაძის განცხადებით, საქართველომ არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.
ამის შესახებ განცხადება, თარგამაძემ დღეს, საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში გამართული დებატების დროს გააკეთა.
მისი თქმით, ასევე აუცილებელია გაიზარდოს დიალოგში ჩართულობის ხარისხი, რათა მოსახლეობამ თავი უფრო დაცულად იგრძნოს.
“ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგი უნდა დაიწყოს და ამას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ჩვენ მოძმე ერებს შორის ურთიერთობის გაციება. რუსეთი ერთ-ერთი ხელისშემშლელი გარემოებაა და უნდა მოვიფიქროთ ამ პრობლემის მოგვარების გზები”,- განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ნატოსთან თანამშრომლობა და დაახლოება ევროპელ პარიტნიორებთან ერთად უნდა მოხდეს და რუსეთის მიერ შექმნილი ბარიერი გადაილახოს. “ამის იმედი არ მაქვს, მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს”,- დასძინა თარგამაძემ.
Internet.ge