დავით ბაქრაძემ აფხაზ და ოს ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა
21:23 18.09.2012
|
დღის სიახლეები
|
კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიების პირველ ნომრებს შორის მიმდინარე დებატებისას „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერიდან, აფხაზებსა და ოსებს მეგობრობის ხელი გაუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მათთან საომარი არაფერი აქვს. "ჩვენ გთავაზობთ მშვიდობას და ერთან საქართველოში ცხოვრებას, რაც შეესაბამება აფხაზეთისა და ცხინვალის ინტერესებსაც. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დევნილებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. რაც შეხება რუსეთს, მათთან ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე არ მოხდება“,– დასძინა ბაქრაძემ. მისი თქმით, საქართველო ევროპულ არჩევანს არ გადაუხვევს. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|