ნათელაშვილი: საქართველოს დეოკუპაციის გზა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გადის
“ლეიბორისტული
პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომრის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თავდაპირველად ქვეყანაში ამჟამინდელი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რის შემდეგაც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების გეგმაზე იქნება საუბარი.
ამის
შესახებ განცხადება, ნათელაშვილმა დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე გააკეთა.
ნათელაშვილის
თქმით, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გადის საქართველოს დეოკუპაციის გზა.
“თავდაპირველად
ჩვენ უნდა მოვიცილოთ მთავარი ოკუპანტი მიხეილ სააკაშვილი და არ უნდა დავუშვათ მათი მსგავსი ნატოისტების მოსვლა ხელისუფლებაში. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსეთის, ამერიკის, ნატოს ლაქიაობაზე. ნუ შევწირავთ ამ უაზრო ნატოობას საქართველოს”,- განაცხდა ნათელაშვილმა.
Internet.ge