აზერბაიჯანი ყარაბღთან დაკავშირებით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს მიიღებს
აზერბაიჯანის მილი მეჯლისი ყარაბაღის შესახებ კანონს მიიღებს. როგორც გამოცემა „Trend“-ს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ზახიდ
ორუჯმა განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ კანონს მიიღებს, მაშინ, სომეხი-სეპარატისტები ყარაბაღში ვეღარ შეძლებენ
მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ პროგრამებში“. გარდა ამისა, ორუჯის თქმით ეს
აიძულებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, უარი თქვან მთიანი ყარაბაღისთვის სახსრების
გამოყოფაზე.
აზერბაიჯანელმა დეპუტატმა განაცხადა, რომ
ყარაბაღში მცხოვრები სომხები სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებთან კონტაქტებს
აბამენ, კანონის მიღების შემდეგ კი,
„აზერბაიჯანის სუვერენული უფლებები გათვალისწინებული იქნება,
ხოლო საზღვარგარეთული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ყარაბაღისა, აღარ
იქნება აღიარებული“.
ამრიგად,
ყარაბაღთან დაკავშირებული ნებისმიერი საერთაშორისო ან
ნაციონალური დოკუმენტი, უკანონოდ იქნება გამოცხადებული - მიიჩნევენ მილი მეჯლისში.
Internet.ge