ოპოზიციონერი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია ოპონენტს,
პავლე კუბლაშვილს ურჩევს – კარიკატურული სახე არ გახდეს.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე,
ბაღათურიამ მისი პარტიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა
– შურისძიებას თავი დაანებოს.
ბაღათურიას თქმით, ახალი კანონპროექტით, მის
პარტიას, უფასო სარეკლამო დრო ერთმევა.
„ბატონო პავლე, რეიტინგი არასდროს გქონიათ,
მაგრამ კვალიფიციური იურისტის იმიჯი გქონდათ. არ მინდა, კარიკატურულ პიროვნებად გადაიქეთ,
თუ ასე გააგრძელებთ, შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ კარიკატურული სახე გახდებით, რაც
ჩემთვის სამწუხაროა“, – დასძინა მან.
Internet.ge