GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო
10:31 20.09.2012
დღის სიახლეები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კონგრესმენები რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტას და ჯარების გაყვანას მოითხოვენ.

კონგრესმენები, ასევე, მოითხოვენ, აშშ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საკითხში.

დოკუმენტში აღნიშნულია აშშ-ის როლი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაში და ნატოსკენ სწრაფვის მხარდაჭერაში.

რეზოლუცია, რომელიც კონგრესმენების - ბილ შუსტერისა და ელისონ შვარცის მიერაა ინიცირებული, კონგრესმა ერთხმად მიიღო.

აშშ-ში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

„მასში, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულია რომ აშშ არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ახალ რეალობას - ოკუპაციასა და ამჟამინდელ სტატუს-ქვოს, რომლის დაკანონებასაც რუსეთი მოითხოვს“.

იაკობაშვილის თქმით, რეზოლუცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის აღიარებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ამოცანა ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა არ არის1
„ქდმ-ს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი თარგამაძეა2
27 წლის გოგონა მამაკაცს სასტიკად გაუსწორდა (VIDEO)3
დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ შეიარაღებულ ძალებში ასობით ისლამისტი აღმოაჩინა4
სომხეთი „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ჯარიმას გადაიხდის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X