საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში წარადგინა.
ყოფილი სახალხო დამცველი ამ პოსტზე ხათუნა კალმახელიძეს შეცვლის.
აღნიშნულ ინფორმაცია პრეზიდენტი ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების წამების შესახებ გავრცელებული
ვიდეომასალის შემდეგ, სასჯელაღსრლების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობა
დატოვა. პრეზიდენტმა კი, სამინისტროს რესტრუქტურიზაცია ვანო მერაბიშვილს დაავალა.
internet.ge