ბრიტანეთი საქართველოს, ბელორუსსა და უკრაინას მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა უილიამ ჰაიგმა საქართველოს, ბელორუსსა და უკრაინას მიუკერძოებელი
არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მინისტრმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე მოუწოდა
ბელორუსს, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.
ჰეიგის თქმით, ის მზადაა
საქართველოსა და უკრაინაში მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ რეფორმებს.
Internet.ge