შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის
თავიდან გამოცხადება მოუწევს.
კანონის მოქმედი ნორმით, თუ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობა 1/3-ით განახლდება, ამ
შემთხვევაში, მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადეს. ვინაიდან, მთავრობა 20 მინისტრით განისაზღვრება, კანონის თანახმად,
მეშვიდე მინისტრის შეცვლის დროს, მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადეს.
ამ ეტაპზე, შეცვლილია მხოლოდ 6 მინისტრი და შს მინისტრის თანამდებობა ვაკანტურად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი ბაჩო ახალია თანამდებობიდან გუშინ გადადგა.
internet.ge