კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ზუგდიდში, 22
სექტემბერს დაანონსებული აქციის გადადების საკითხი არ დამდგარა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია
ფანჯიკიძემ განუცხადა, აქცია ზუგდიდის მთავარ მოედანზე ხვალ, 16:00 საათზე
დაიწყება.
„აქციის გადადებას არ ვაპირებთ, გაჩერების დრო არ გვაქვს. ხვალ
ყველაზე მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება “,- აღნიშნა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ პატიმრებზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი
ვიდეომასალების გამოქვეყნების შემდეგ, არჩევნებში ჩართულმა სუბიექტებმა
წინასაარჩევნო შეხვედრებზე უარი განაცხადეს.
internet.ge