GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სერგი კაპანაძემ ეუთო-ს წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია გააცნო
17:07 21.09.2012
დღის სიახლეები

ვენაში ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე გამოვიდა. მან ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გააცნო ქართული მხარის ხედვა უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გამკლავებაში ეუთო-ს ქმედითუნარიანობის გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოსვლისას სერგი კაპანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციაზე, საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

მან ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე და რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების შესაძლო სცენარებზე, ეუთო-ს ფარგლებში მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგსა და ამ პროცესის მიმართ ქართული მხარის მოლოდინებზე და საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე.

თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეუთო-ს ქმედითუნარიანი მისიის აღდგენის აუცილებლობას. ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოში იძულებით ადგილნაცვალ მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით ეუთო-მ და მისმა ინსტიტუტებმა უნდა გააქტიურონ თავიანთი ძალისხმევა. სერგი კაპანაძემ ასევე აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს როლის გაძლიერების აუცილებლობისა და ეუთო-ს მიერ ნდობის აღმდგენი ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობის შესახებ.

ეუთო-ში ვიზიტის ფარგლებში სერგი კაპანაძემ შეხვედრები გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ძანიერთან, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის ირლანდიის ელჩთან ო'ლირისთან, ეუთო-ში აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ელჩებთან.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან1
უმცირესობა კახი კალაძეს პარლამენტში იბარებს2
ირაკლი ღარიბაშვილი მიმართვას ავრცელებს3
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთთან დიალოგს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დავიწყებთ4
ბავშვთა გასართობი ცენტრი გაძარცვეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X