მიხეილ სააკაშვილი: პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოებს არჩევნებისთვის ინახავდნენ
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პატიმრების
წამების ფაქტების ამსახველ ვიდეოებს არჩევნებისთვის ინახავდენენ, რომ ხალხს ეფიქრა
არა იმაზე, ვის როგორი პროგრამა აქვს, არამედ მოსახლეობას შოკის ქვეშ გააკეთებინათ
იმპულსური გადაწყვეტილება.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა დღეს, თბილისის იუსტიციის
სახლის გახსნისას გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, მას ესმის აღშფოთებული ახალგზარდების. მისი
შეფასებით კარგია, რომ ქვეყანაში ასეთი ახალგაზრდობა არსებობს.
„მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ის, რაც ამ დღეებში ხდება, არ არის
იზოლირებული ფაქტები, რომელიც სხვათაშორის ვითომ არჩევნების წინ ამოვარდა, ის
რამდენიმე თვე შენახული იყო. ვინმეს გიორგი ტუღუშისთვის, რომ ეთქვა ამ ფაქტებზე,
სისხლს გაგვიშრობდა და ყველაფერს დაამთავრებდა მაშინ, როცა პირველი ფაქტი მოხდა და
პირველივე ვიდეო გადაიღეს ფულით და შეკვეთით. გამოექვეყნებინათ თუნდაც თავის
რომელიმე ტელევიზიაში და პირველივე დღეს დაისჯებოდა დამნაშავე, მაგრამ ისინი
აგრძელებდნენ, უკვეთავდნენ, ინახავდნენ ამ ყველაფერს არჩევნების პერიოდისთვის, რომ
საქართველოს ხალხს არა ჯანდაცვაზე და პროგრამებზე ეფიქრა, არამედ იმპულსური
გადაწყვეტილება გაეკეთებინა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ცდილობენ საქართველო უკან დააბრუნონ, თუმცა ეს
აღარასდროს მოხდება.
Internet.ge