უგულავა: „ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც ყველა განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში იქცევიან“
„ხელისუფლება მოიქცა ისე, როგორც ყველა განვითარებულ და დემოკრატიულ
ქვეყნებში იქცევა, დაუყოვნებლივ გადადგა ყველა შესაბამისი თანამდებობის პირი,
მიდის ძალიან მკაცრი, სამართლიანი და ადექვატური გამოძიება“-აღნიშნულის შესახებ
გიგი უგულავამ დღეს, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
გიგი უგულავა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის
მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკოლოზ ხაჩირიშვილი გლდანის მოსახელობას შეხვდნენ. უგულავამ მოსახლეობასთან სიტყვით მიმართვისას,
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ციხეებში პატიმართა არადამიანურ მოპყრობასა და
წამების ფაქტებზე და ასევე განვითარებული პრობლემების გადაჭრის საკითხებზე
ისაუბრა.
„დღეს, ყველაზე მეტად ჩვენი ღირსება არის შეურაცხყოფილი,შეურაცხყოფილია
იმით, რომ ვიღაცეები ამას წლები და თვეები აგროვებდნენ რათა მერე საარჩევნო მანიპულაციის
საგნად ექცია. შეუარცხყოფილი ვართ იმით, რომ ამ ყველაფრით საზოგადოების
თვალთახედვის არევას ცდილობდნენ და ეს ყველაფერი საარჩევნო კლიპებისთვის უნდოდათ
გამოეყენებინათ, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი წამითაც არ ამართლებს ის საშინელებას,
რომლებიც თურმე ჩვენი სახელით მოქმედებდნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ციხეში.
ამავდროულად ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან იმ ხალხს, ვისაც ადამიანობაზე
მეტად საკუთარი პოლიტიკური ბინძური ქულების დაგროვება უნდა, იმიტომ რომ ეს
არანაკლებად შეურაცმხყოფელია დღეს ჩვენის საზოგადოებისთვის,“-განაცხადა გიგი
უგულავამ.
Internet.ge