ივანიშვილმა წამების წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პატიმართა წამება და გააუპატიურება
სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ზუგდიდში მიმდინარე
აქციისას აღნიშნა, ზუგდიდის აქციის მრავალრიცხოვნობით მისი მთავარი ოცნება ახდა.
ივანიშვილმა თბილისში მიმდინარე აქციებიც შეაფასა და წამების
წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და სიდინჯისკენ მოუწოდა.
„აღარც დასავლეთსა და აღარც ჩვენ გვჯერა სააკაშვილის მას შემდეგ რაც
პატიმრების ღირსებისა და პატივის აყრის კადრები ვიხილეთ, სრულიად ლეგიტუმურადაა
შეძრწუნებული ახალგაზრდობა. სააკაშვილმა ციხეებში პატიმართა წამება და გაუპატიურება
შეგნებულად დაუშვა“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ტყუის , როცა ამბობს, რომ
სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციას არ ფლობდა.
„ახალაიების კლანს ბზარი
გაუჩნდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მათი
სამართლებრივი პასუხისგების დრო მოახლოვდა. ეს იქნება პირველი ოქტომბრის შემდეგ. ამ
დღის მათ ეშინიათ, რადგან იციან, რომ მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ“,-
განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა რომ ქვეყანა არჩევნებამდე არეულობის გარეშე უნდა
მივიდეს.
Internet.ge