კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს,
ზუგდიდში აქციზე გამოსვლისას პრობაციონერებს მიმართა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ
ზოგიერთი პატიმარი ციხიდან გამოუშვა, იმის გამო, რომ ისინი არჩევნების გაყალბებაში
გამოიყენონ.
„პრობაციონერებს მოგმართავთ: ნუ შეგეშინდებათ, მათი დრო წასულია.
ზოგიერთ თქვენგანს უნდა მოგეხსნათ ბორკილები ასევე, აუცილებელია თქვენ სამართლიანი
სასამართლოს წინაშე წარსდგეთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, თბილისის შემდეგ ისეთი რაოდენობით ხალხი
არსად გამოსულა, როგორც დღეს ზუგდიდში მოხდა.
„რასაც ველოდი იმაზე მეტი ხალხი დამხვდა და იცოდეთ მეგრელებო ყველაფერს
დაგიფასებთ. წინ პირველი ოქტომბერი გველოდება, დინჯათ გავყვეთ ყველაფერს.
ცდილობდნენ ქუჩაში გავეყვანეთ, მაგრამ ვერ მოახერხეს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge