კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
საქართველოს პრემიერ-მინისტრს კანონთან პრობლემები შეექმნება. ამის შესახებ
ივანიშვილმა ზუგდიდში გამართული აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან
საუბრისას განაცხადა.
„ვინაიდან მერაბიშვილს ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავა, ჩემი
ვარაუდით, მას სამართალთან პრობლემა ექნება“,- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად მერაბიშვილი მმართველი გუნდიდან
ყველაზე ზომიერი და დაბალანსებული პიროვნებაა.
Internet.ge