საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მათთვის
ცნობილია გეგმა, რომლითაც ცდილობდნენ ქვეყნის არევას და ამის შესახებ საზოგადოებას
დაწვრილებით ინფორმაციას გააცნობენ.
ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა, ბათუმში ქართულ-ამერიკული
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნისას გააკეთა.
მისი თქმით, ახალი სასჯელაღსრულების სისტემა შეიქმნება და იქ არსებული
სიტუაცია შეიცვლება.
„ამ ბოლო დღეებში ვიღაცეებს გაუჩნდათ განცდა, რომ ახლა დგება მათი
მომენტი. დიდი ხნის წინ გეგმა იყო დაწერილი, ყველაფერი გათვლილი იყო, მათ ვიდეო
უნდა გამოეჩინათ 24 რიცხვში, ხალხი გაბრაზდებოდა და ჩვენ რეაგირებისთვის დროც აღარ
დაგვრჩებოდა. ყველაფერი უნდა არეულიყო და არჩევნები ჩაშლილიყო“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
internet.ge