GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი: გაიგებთ ვინ და როგორ აპირებს საქართველოში თავისი წესრიგის დამყარებას
13:04 23.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება მალე იხილავს ვინ გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას და თავისი წესრიგის დამყარებას.

‘’ჩვენს გვერდით, ამ პოლიციის გვერდით, იყვნენ ადამიანები, რომლებიც უშვებდნენ ასეთ უმსგავსობას, ეს არის დიდი გაკვეთილი, მაგრამ მე მიხრია, რომ ამ ფაქტების გამოვლენას მოჰყვა საზოგადოების და ჩემი აზრით, ხელისუფლების სწორი რეაქცია.

თუ ჩვენს შორის, ჩვენს შიგნითაც შეიძლება მოიძებნონ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ასეთი რამ გააკეთონ, მითუმეტეს დიდი ალბათობაა, რომ თუ ჩვენ რეფორმები არ გავაგრძელეთ  და ბოლომდე არ მივიყვანეთ თქვენი დახმარებით, შეიძლება ერთ დღეში ყველაფერი უკან დაბრუნდეს. ის ადამიანები, ვინც ციხეში ხალხს აწამებდნენ, გამოვიდნენ, დასხდნენ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ გვერძე დაუჯდებიან ის ადამიანები, ვინც მათ აფინანსებენ და ტელევიზორში აჩვენებინებენ ამ კადრებს, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ ძველ დროში დაბრუნებას... ამ სისაძაგლის შემსრულებლები, დამფინანსებლები და ტელევიზიაში გამშვები, იქნება უმკაცრესად დასჯილი. მათ ნარებზე გვერდს დაუმშვენებენ დამკვეთებიც და ამ დღეებში თქვენ გაიგებთ ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და როგორ აპირებს თავისი წესრიგის დამყარებას.

მე გაძლევთ სრულ გარანტიას, რომ ჩვენ უკან არასდროს დავბრუნდებით, გაძლევთ გარანტიას, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც ამდენ ხანს ვემზადებოდით, რომ მეტი სიკეთე შევიტანოთ თითოეულ ოჯახში", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ისანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურას ვანო მერაბიშვილმა ორი დღის წინ დაავალა დადგინდეს რა მიზანს ემსახურებოდა ციხეში, წამების ამსახველი ვიდეო ჩანაწერების წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღუპულები არიან1
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსება შემცირდა2
ქსნის დაწესებულებაში ვითარება კვლავ დაძაბულია3
მთავრობის კანცელარიის უფროსად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა4
გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებისა და მდგომარეობის შესასწავლად კომისია შეიქმნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X