სუბარი: 25 სექტემბერს ხელისუფლება კოალიციის წინააღმდეგ ფალსიფიცირებულ კადრებს გამოქვეყნებს
კოალიცია „ქართული ოცნების“
ერთ–ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ირწმუნება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ
კოალიციის
წინააღმდეგ
მასობრივ
პროვოკაციებს
გეგმავს.
როგორც მან პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა,
25 სექტემბერს ხელისუფლება კოალიციის წინააღმდეგ ფალსიფიცირებულ კადრებს გამოქვეყნებს.
„ხელისუფლება არჩევნებამდე 1 კვირით ადრე,
კონკრეტულად
კი,
25 სექტემბერს
მის
მიერვე
შეთხზული
კომპრომატების
გამოქვეყნებას
გეგმავს,
რაც
შს
ყოფილი
მინისტრის
მიერ
20-მდე
ბინის
შეძენას
და
იარაღით
გავსებას
უკავშირდება. ხელისუფლება
ამას
„ქართული
ოცნების“
წინააღმდეგ
გამოიყენებს
და
კოალიციას
არეულობის
დაწყების
მცდელობაში
დაადანაშაულებს“,–
აღნიშნა სუბარმა.
ამასთან კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ შს ყოფილი
მინისტრი
ბაჩო
ახალაია
გიორგი
უდესიანთან
ერთად
გუშინ
ნორიოში,
თავდაცვის
სამინისტროს
საწვრთნელ
ბაზაზე
იმყოფებოდა.
„არც ერთს ბაზაზე
არაფერი არ ესაქმება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაცეებს გეგმავს",
– დასძინა კოალიციის წევრმა.
internet.ge