GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ამ მოედანზე ამდენი ხალხი ბოლო წლების განმავლობაში არ შეკრებილა
17:56 23.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „სამეგრელომ ზუსტად იცის როდის უნდა გამოვიდეს ქუჩაში და დადგეს ერთმუშტად“.

როგორც სააკაშვილმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გამსახურდიას სახელობის მოედანზე მსგავსი რაოდენობის ადამიანი ბოლო წლების განმავლობაში არ შეკრებილა.

ქვეყნის პირველი პირი პატიმართა წამების ფაქტს ზუგდიდშიც შეეხო და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები სისტემაში „გახრწნილი“ ადამიანების პოვნით ხელისუფლების დამარცხებას ცდილობენ.

„მინდა შეგახსენოთ, რომ 9 წლის წინ მთავარი უბედურება მეგრელებმა იგრძნეს, როდესაც ადამიანებს  აწამებდნენ ყველა პოლიციის დაწესებულებაში. ამ მოედანზე ის ხალხი დარბოდა იარაღით, რომლებიც დღეს პოლიტიკაში შემოძრომას ცდილობს. ჩვენ თქვენი დახმარებით უარვყავით ძალადობა, აღმოვფხვარით კრიმინალი და ბოლომდე დავამარცხებთ უსამართლობას“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესები რუსეთს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში რუსული, „ბინძური“ ფული შემოვიდა.

„იმ უბედურებების შესახებ ყველამ ყველაფერი გაცილებით ადრე იცოდა. საქართველოში რუსული, ბინძური ფულია შემოსული,  რომელმაც თავის დროზე აფხაზეთიდან გამოგვყარა. ამ ადამიანებს სწორედ ეს სცენარი უნდოდათ მაგრამ ჩაუვარდათ, მათ შანტაჟისა და ნგრევის მეტი არაფერი შეუძლიათ“,– დასძინა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლემამ მათი ოპონენტების გეგმის შესახებ იმაზე ადრე შეიტყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„ამ ყველაფრის გამოქვეყნება მათ 24–25-ში უნდოდათ.  ჩვენ, რა თქმა უნდა, შოკის ქვეშ ვიქნებოდით და წაგვართმევდნენ მთავარ მონაპოვარს, რასაც თაავისუფლება ქვია. მათი მიზანი იყი გვეთქვა ჩვენს ღირსებაზე უარი და  ჩავბარებულიყავით მტერს“,– განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 5 სექტემბრისთვის1
საქართველოს მესამე მედალი - ცხადაია ბრინჯაოს მფლობელია2
შს სამინისტრო თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს3
ცესკოს პირველადი მონაცემები სამეგრელოში4
ევრაზიაში ყველაზე მაღალი ვულკანი ამოიფრქვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X