სააკაშვილი: პოლიტიკიდან არ წავალ სანამ ლაზიკა ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი არ გახდება
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გეგმა, რომლის მიზანიც
საქართველოს მთავრობის ჩამოშლა იყო - ჩაიშალა.
„რვა დღეში იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში
ქურდულ მენტალიტეტსა და მსგავსი გაგების ადამიანებს უკანა კარით შემოიყვანას უპირებდა,
რომლებიც საქართველოში დააბრუნებდა რუსულ–პუტინულ წესებს, დიდი იმედგაცრუება ელოდებათ.
იმიტომ, რომ დღეს მთელი საქართველო აქ დგას“,– განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ პირებს დასანგრევი ობიექტების
გრძელი სია აქვთ.
„მათ არ მოსწონთ ანაკლია, არ სჯერათ ლაზიკის, არ მოსწონთ
ქუთაისის ახალი პარლამენტი და დიდი სურვილი აქვთ გააუქმონ, გვიწუნებენ იუსტიციის ახალ
სახლებს, ძირს დაწვებიან და მთავარ ოცნებას - ლაზიკას არ აგვაშენებინებენ – ეს არის
მათი მთავარი პროგრამა“,– დასძინა პრეზიდენტმა და საზოგადოებას ორი მოცემულობიდან სწორი
არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„მათი მთავრი პროგრამა ნგრევასთან ერთად მასწავლებელების
დაჭერა და ქურდების უკან შემობრუნებაა, ჩვენი კი - მეტი მშენებლობა და უფრო მეტი სარგებელი
ხალხს“,– განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
საუბრის ბოლოს სააკაშვილმა პირობა დადო, რომ პოლიტიკიდან
მანამდე არ წავა, სანამ ლაზიკა ყველაზე ბრწყინვალე ქალაქი არ გახდება.
Internet.ge