სააკაშვილი: სანამ პირში სული გვიდგას ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლას არ შევაჩერებთ
„სანამ პირში სული გვიდგას ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებისთვის
ბრძოლას არ შევაჩერებთ“,– აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
ზუგდიდის მთავარ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი ერთი წამითაც
არ შეჩერდება.
„ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ჩვენ გავაქვს თვალები, გვაქვს გული და გონება. ჩვენი მგზნებარე გულითა
და ნათელი გონებით საქართველოს წავიყვანთ წინ. ავაშვენებთ ჩვენი ოცნების ქალაქ ლაზიკას
და სრულიად საქართველოს“ ,– განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge