ცესკო-ში კენჭისყრის დროს ფოტო და ვიდეო გადაღების შესახებ დადგენილების განხილვა მოეწყობა
არჩევნების
დღეს კენჭისყრისას საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადღების აკრძალვის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისისის
გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
როგორც
ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ გუშინდელი
ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ხმის მიცემისას გადაღებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესს.
ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, გადაღება შიძლება ამომრჩეველზე კონტროლად იქნეს აღქმული.
დადგენილების
პროექტის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის მონაკვეთი, როცა საარჩევნო უბანზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ამომრჩევლები - პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები,
რელიგიური
ლიდერები და ა.შ. აძლევენ ხმას. ამ
შემთხვევებში,
გადაღების
ნებართვას კომისიის თავმჯდომარე გასცემს.
internet.ge