მაია ფანჯიკიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე არჩევნებზე ვიდეო გადაღების
შესაძლო აკრძალავას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება
არჩევნებზე გამჭირვალობის შიშითაა გამოწვეული, რადგან ხელისფლებას სურს,
არჩევნების გაყალბება უფრო იოლად მოხდეს.
მაია ფანჯიკიძის თქმით, კოალიცია
„ქართული ოცნება“ არ დაუშვებს, რომ
არჩევნები გამჭირვალე არ იყოს.
დღევანდელ ბრიფინგზე პრეს-სპიკერი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხეო.
მისი თქმით, სამი დღის განმავლობაში სულ 20 ადამიანი დააკავეს და ეს
ყველაფერი შსს-ს ახალი მინისტრის დანიშვნის პირველივე დღეებში მოხდა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას ის 29 სექტმებრს
თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
„აქციის გამართვის ზუსტი დრო და გადაადგილების მარშრუტი
მოგვიანებით გახდება ცნობილი,“-დასძინა ფანჯიკიძემ.
internet.ge