"საქართველოს
ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ, როჯერ ვიკერისგან ოფიციალური წერილი მიიღო.
სენატორი გამოგზავნილ
წერილში 12 სექტემბერს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კმაყოფილებას
გამოთქვამს და სამომავლო თანამშრომლობისა და მეგობრობის უდიდეს სურვილს
გამოხატავს.
შეგახსენებთ, რომ 12
სექტემბერს აშშ-ში ვიზიტით მყოფი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ქვეყნის საგარეო
პოლიტიკის საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან პირშნერს შეხვდა. მათ ძირითადად საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოზე
ისაუბრეს.
Internet.ge