GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ირანი მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება
13:26 24.09.2012
დღის სიახლეები

ისრაელის ირანზე თავდასხმა შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის აეროკოსმოსური ძალების სარდალმა გენერალმა ამირ ალი ხაჯიზადემ განაცხადა.

ტელეარხ „ალ-ალამისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ირანი პირველი არ დაიწყებს შეტევას, თუმცა პრევენციულ დარტყმაზე წავა, თუკი დარწმუნდება, რომ „მტრები აგრესიისათვის არიან მზად“.

ხაჯიზადეს თქმით, ასეთი წინაპირობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ირანი უკვე მზადაა დამანგრეველი დარტყმისთვის.

„ისრაელს ვერც კი წარმოუდგენია, თუ როგორი იქნება ჩვენი საპასუხო დარტყმა მათ აგრესიაზე,“ - განაცხადა ხაჯიზადემ და პირობა დადო, რომ ირანის პასუხი ისრაელის „დაღუპვის პრელუდია“ იქნება.

გარდა ამისა, ირანი მზადაა პრევენციული დარტყმებისთვის ამერიკულ ბაზებზეც, რომლებიც ბახრეინში, კატარსა და ავღანეთშია განთავსებული. გენერლის თქმით, ეს შეტევა ყოველ მიზეზგარეშე განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი მსოფლიო ომის მომასწავებელი იქნება.

რამდენიმე დღის წინ ისლამის რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაურმა ალი ჯაფარიმ განაცხადა, რომ ისრაელთან ომი გარდაუვალია.

„ისრაელისა და ირანის წინააღმდეგობა საბოლოოდ ომით დასრულდება. სხვა სცენარი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს,“ - განაცხადა ჯაფარიმ. მანაც იგივე გაიმეორა, რომ ეს ომი ისრაელის „პირისაგან მიწისა აღგვას“ გამოიწვევს და „სიონისტთა რეჟიმისგან აღარაფერი დარჩება“.

თავის მხრივ, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ხაბიბულა საიარიმ განაცხადა, რომ ირანის არმიას შეუძლია ნებისმიერ წერტილში გაანადგუროს სამიზნე, მათ შორის, სამხრეთ პოლუსზე.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირანი მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადება1
პრეზიდენტმა ახალციხეში სასტუმრო „ლომსია“ გახსნა2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X