კოალიცია „ქართული ოცნება“ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებს
გამოეხმაურა.
კოალიციის პრესსამდივნოს მიერ ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ხელისუფლება
დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით“.
„პრეზიდენტის ანონსის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დაიწყო პროვიკაციული და ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება. დეტალების
შეფასებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს, რადგან ვთვლით, რომ საზოგადოებისთვის
ყველაფერი ნათელია. ხელისუფლება დაკავებულია ფალსიფიცირებული სერიალის შეთხზვით,
რომლის გაგრძელება სავარაუდოდ მრავალჯერ ნანახი “სცენარების” გამეორება იქნება.
სიცრუე და ძალადობა იყო და რჩება სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ იარაღად
პოლიტიკურ ოპონენტებთან და ქართველ ხალხთან ბრძოლაში. ამ ძალადობრივ პოლიტიკას წერტილი
დაესმევა 1 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი დაასრულებს მოძალადე რეჟიმის
არსებობას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდება წესრიგი და
სამართლიანობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ წინასაარჩევდოდ პოლიციის მოსყიდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ
"ქართული ოცნების" წევრები და მასთან დაახლოებული პირები დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ძმიშვილი
ფიგურირებს.
internet.ge