გაერთიანებული
ერების ოგანიზაციის გენერალური დირექტორი, ირინა ბოკოვა სომალიში ხუთი ჟურნალისტის
გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„მე
გაოგნებული ვარ სომალიში მომხდარი შემაშფოთებელი ძალადობის გამო. ქვეყანაში პრესის
თავისუფლების სრული შეზღუდვაა“, – განაცხადა ბოკოვამ სიტყვით გამოსვლისას.
„მე
მოვუწოდებ სომალის ხელისუფლებას, რათა ყურადღება გაამახვილონ და უზრუნველყონ ჟურნალისტთა უსაფრთხოება “ , – დასძინა მან.
ჟურნალისტები
16, 20 და 21 სექტემბერს სეპარატისტული თავდასხმების შედეგად გარდაიცვალნენ.
მიმდინარე
წელს, სომალიში უკვე 13 ჟურნალისტი გარდაიცვალა, ხოლო 2008 წლიდან მოყოლებული სულ
26 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
Internet.ge