კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
დღეს გამოქვეყნებულ ვიდეომასალას „შეთითხნილს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ
ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაცას „მამაძაღლობენ“.
„პრინციპში ამბობდნენ, რომ ჰქონდათ რაღაცეები, აბსოლიტურად მოგონილია
ყველაფერი. ეს არასდროს ყოფილა ვინმეს მოსყიდვა გვეცადა. ეს ჩვენს იდეოლოგიაში
არასდროს ყოფილა. ძმიშვილს, ახლო ნათესავს თუ პარტიის სხვა მხარდამჭერს მსგავსი
რაღაც რომ განეხორციელებინა, ის პარტიიდან უნდა წამოსულიყო, რაც არ მომხდარა“,-
აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ წინასაარჩევდოდ პოლიციის მოსყიდვის
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" წევრები და
მასთან დაახლოებული პირები დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ძმიშვილი
ფიგურირებს.
internet.ge